
რაიმონდ ჩანგისა (Raymond Chung) და მისი კოლეგების მონაცემებით (მასაჩუსეტის ჰოსპიტალი), ძირითად როლი ენიჭება ნარინგინის წარმოებულს – ნარინგენინს. ეს ნივთიერება ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (ე. წ. ,,ცუდი“ ქოლესტერინის) დონეს, რომელიც ხელს უწყობს დაზიანებული უჯრედებიდან C ჰეპატიტის ვირუსის გამყოფასა და მის შეღწევას ჯანმრთელ უჯრედებში. ექსპერიმენტებით გამოვლინდა, რომ ნარინგენინი 80%-ით ამცირებს დაინფიცირებული უჯრედებიდან ვირუსის გამოყოფას. ამასთან, მნიშვნელოვანი, რომ ამ ნივთიერების სამკურნალო კონცენტრაცია ორგანიზმისათვის ტოქსიკური არაა, – აღნიშნავს ჩანგი.
სტატისტიკის მიხედვით, С ჰეპატიტით დაინფიცირებულია პლანეტის მოსახლეობის 3%; უმრავლეს შემთხვევაში დაავადება გადადის ქრონიკულ ფორმაში. ქრონიკულმა ჰეპატიტმა კი, თავის მხრივ, შესაძლოა განავითაროს ღვიძლის ციროზი და კიბო.
აღებულია http://hepnet.hepatit.org.ua/blog/2010/01/грейпфрут-помогает-в-лечении-гепатит/
Комментариев нет:
Отправить комментарий