ჰემორაგიული ვასკულიტი და პრეპარატი
გა–40
ჩვენი რესპონდენტი –კონსტანტინე ჩახუნაშვილი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ჰუმანიტარული მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. ჯანდაცვის სამინისტროსსაექსპერტო კომისიის წევრი, ექსპერტი. ევრომეცნიერების საქართველოს ეროვნული სექციის მედიცინისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.ათეულობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის სპეციალური კლინიკური სამეცნიერო კვლევებისა პრეპარატ გა–40–ის შესახებ. (იხ. ქვემოთ). პროფესორ კონსტანტინე ჩახუნაშვილს გააჩნია სამკურნალო პრეპარატ გა-40-ის კვლევისა და კლინიკაში გამოყენების 18 წლიანი გამოცდილება, ათასობით მადლიერი პაციენტი.
ბლოგერი : ბატონო კონსტანტინე! გაქვთ თუ არა პრეპარატ გა–40–ის ჰემორაგიული ვასკულიტის მკურნალობის დროს გამოყენების გამოცდილება? არსებობს თუ არა კვლევები ამ მიმართულებით? აღწერების თანახმად, ჰემორაგიული ვასკულიტი იმუნური ხასიათის დარღვევებთანაა დაკავშირებული , ხოლო პრეპარატი გა–40 აძლიერებს იმუნურ სისტემას.
კონსტანტინე ჩახუნაშვილი : კლინიკური კვლევები გა-40-ით მკურნალობის დროს არ ჩატარებულა, მაგრამ პრეპარატის იმუნოთერაპიული მოქმედებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს იაპონელი და შვეიცარიელი მეცნიერთა დასკვნები იმის შესახებ, რომ პრეპარატს უარყოფითი მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე არ გააჩნია, პრეპარატი გა-40 შეიძლება გამოყენებული იქნას ჰემორაგიული ვასკულიტების დროს და პარალელურად ვაწარმოოთ დაკვირვება დინამიკაში დაავადების მიმდინარეობაზე.
ბლოგერი : არსებობს თუ არა უშუალოდ ბავშვებში ჰემორაგიული მკურნალობის დროს გა–40–ის გამოყენების გამოცდილება?
კონსტანტინე ჩახუნაშვილი : იგივეს გიპასუხებთ ბავშვებზეც - კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.
ბლოგერი : ურჩევდით თუ არა გა–40–ს ჰემორაგიული ვასკულიტით დაავადებულ პაციენტებს და კონკრეტულად როგორ უნდა მოიქცნენ??
კონსტანტინე ჩახუნაშვილი : ჰემორაგიული ვასკულიტით დაავადებულმა პაციენტებმა დაავადების ბუნებიდან გამომდინარე შეიძლება გამოიყენონ გა-40, რადგანაც პრეპარატს გვერდითი მოვლენები არ გააჩნია.
რაღაც უცნაურია პასუხებია. გვერდითი მოვლენები არ გააჩნიაო, მაგრამ მოუხდება თუ არა?
ОтветитьУдалитьვერც ერთი ექიმი ვერ გეტყვით მოუხდება თუ არა. პირველი პრონციპია "არ ავნოს" და გეუბნებათ პროფესორი–არ გავნებსო.
ОтветитьУдалить