სისხლძარღვების ემბოლიზაცია
ემბოლიზაცია მცირედ ინვაზიური არაქირურგიული პროცედურაა, რომლის დროსაც ხდებასისხლძარღვის შერჩევითი ოკლუზია სპეციალური ემბოლებით. პროცედურა ტარდება რენტგენოლოგიური კონტროლით. ემბოლიზაცია წარმოადგენს ქირურგიული ჩარევის ალტერნატივას და მიმართულია ცალკეული ორგანოების, ქსოვილების სისხლმომარაგების შეწყვეტისაკენ, რაც თავის მხრივ განაპირობებს სიმსივნის ზომების შემცირებას, ანევრიზმისბლოკირებას, სისხლდენის შეჩერებას.
ემბოლიზაციის დროს გაუტკივარების სახე დამოკიდებულია სამიზნე ორგანოზე, ხშირ შემთხვევაში ტარდება გაუტკივარების გარეშე ან მცირედი ანესთეზიით, თუმცა თავის ტვინისსისხლძარღვების ანევრიზმის ან კარის ვენის ემბოლიზაცია ხორციელდება ზოგადიანესთეზიით. სისხლძარღვების ემბოლიზაციის დადებით მხარეს წარმოადგენს ინფიცირების მცირე რისკი, პროცედურის შემდგომი აღდგენის ხანმოკლე პერიოდი, მაღალი ეფექტურობა. Read the rest of this entry »
Комментариев нет:
Отправить комментарий