суббота, 8 декабря 2012 г.
წითელი ქარი
წითელი ქარი
წითელი ქარი erysipelas
არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე
წითელი ქარი – მწვავე სტრეპტოკოკური დაავადება, რომელიც ხასიათდება კანის დაზიანებით, მკვეთრად შემოფარგლული ანთებითი კერის წარმოქმნით, ასევე ცხელებითა და ზოგადი ინტოქსიკაციით, ხშირი რეციდივებით.
წითელი ქარის ეტიოლოგია, პათოგენეზი. წითელი ქარის გამომწვევია ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, რომელიც არაფრით არ განსხვავდება სხვა სტრეპტოკოკური დაავადებების გამომწვევებისაგან. (მაგალითად, ანგინის). ორგანიზმში აღწევს კანის მცირე დაზიანებებიდან. შესაძლებელია ეგზოგენური დაზიანება (დაბინძურებული ინსტრუმენტები, შესახვევი მასალა). ერთი და იმავე ადგილზე წითელი ქარის რეციდივების განვითარებაში გარკვეული მნიშვნელობა აქვს ალერგიულ განწყობასა და კანის სენსიბილიზაციას ჰემოლიზური სტრეპტოკოკისადმი. Read the rest of this entry »
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий